fbpx

ნინო ფოჩხუა:გუშინ ერთ-ერთი ნაცლობისტი, რომელიც დაუფარავად ჩაერია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეში და იქ შეკრებილებს დესტრუქციისკენ მოუწოდა

როცა ლაპარაკია ოპოზიციის აქტიურ მუშაობაზე ქვეყნის გარეთ, (9 წელია ეს მესმის) სად არის შედეგი, როცა მთელი ევროკავშირის მხარდაჭერაზე გვესაუბრებიან სამადაშვილ-დეკანოიძეები?
გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, ისევ ის ადამიანები ჩაერთვნენ აქციას, ვინც 2012 წლიდან ლობირებს “ომის პარტიას” და რადიკალური მოწოდებებით გამოირჩევიან. დიდი დროა გასული, რატომ არავინ შეემატა მათ რიგებს?
მაშინ როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან უცხოელ პარტნიორებს, იმ პარტნიორებს გინდ ევროპარლამენტში და გინდ მის გარეთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრები და გულშემატკივრები არიან და არ იქცევიან ისე, როგორც მოიქცა გუშინ ერთ-ერთი ნაცლობისტი, რომელიც დაუფარავად ჩაერია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეში და იქ შეკრებილებს დესტრუქციისკენ მოუწოდა.წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება