fbpx

ნინო ნადირაძე, რომელიც არის სოფელი ქოლუბნიდან,ვერ დავიჯერე რომ ეს განცხადება მან გააკეთა-შალვა ხაჭაპურიძე

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა “ვივა მედის” გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს:  

„სიმართლე გითხრათ, თავიდან არ დავიჯერე, რომ ეს განცხადება ნინო ნადირაძეს ეკუთვნოდა, იმიტომ რომ კლასიკური განათლების მქონე ქალბატონი ნინო ნადირაძე, რომელიც არის სოფელი ქოლუბნიდან, ეს არის ჩემი დედულეთი და ერთი სოფლიდან ვართ ჩვენ წარმოშობით, ჩვენი მშობლები ერთ სკოლაში სწავლობდნენ და სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჯერე, რომ მისი დაწერილი იყო. იმდენი კრიმინალური ქრონიკა შუქდება და სასამართლო დარბაზებიდან იმდენი სხდომები შუქდება, საერთოდ კლასიკური განათლებაც რომ არ გაგაჩნდეს ადამიანს, ტელევიზიიდან ისწავლი, რომ ადვოკატს უფლება აქვს მოიძიოს ნებისმიერ სიტუაციაში, ან ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ადამიანი. პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები მყავს პროცესებზე დაბარებული“,- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება