fbpx

ნინო ნადირაძე: მიხეილ სააკაშვილს საცივი სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა

მე ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა მიხეილ სააკაშვილის საცივი, ამის დასტური სოფოსგან მაქვს,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.

ნინო ნადირაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე მოწმის სახით იკითხება, აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფსიქო-ემოციური ფონი დამძიმებულია, ვინაიდან იცის, რომ კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება.

„ის მომენტი, რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია, არ არის, მაგრამ მისი ფსიქო-ემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება, შესაბამისად, თავის თავს და ექიმებს ის ხელს არ უწყობს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.“ – აღნიშნა ნინო ნადირაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება