fbpx

ნინო დარსაველიძე,,გირჩის,,დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეს-არ მინდა, რომ შენში შევცდე

ნინო დარსაველიძე,,,გირჩის,,დამფუძნებელი-

წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც აუპატიურებენ. Iago Khvichia თანახმა ხარ? მესმის რომ ნაბოკოვი, და ილია ხარ ჭავჭავძე ერთად, და ზურა ჯაფარიძეც დაარწმუნე მაგაში, კიდე ერთ ნაკოლს მოგცემთ, “პაზოლინი მოკლეეს” – ესეც შეგიძლიათ იყვიროთ. Zurab Girchi Japaridze შენი ელეგანტური, ასტრალში გასული დუმილი ამჯერად არ მუშაობს, სამი შვილის მამა ხარ, შენ რომ გუმბერტ გუმბერტს გადაეყარო, რას უზამდი? სწორი ადამიანი მგონიხარ და ადამიანებში იშვიათად ვცდები, არ მინდა, რომ შენში შევცდე. რომ მივდიოდი, გეუბნებოდი, რომ დაგღუპავენ ესენი, არ დამიჯერე. ეხლა მაინც გჯერა? ვერ გრძნობ ამ ბავშვის ტკივილს და შიშს??მე როგორც გირჩის დამფუძნებელი, ვითხოვ დამფუძნებელთა საერთო კრებას. ყრილობის შესახებ ჩემთვის არავის უცნობებია, შესაბამისად, ახალი ბორდიც ეჭვქვეშაა. თუ ვინმეს აინტერესებს, რატომ არ მკიდია გირჩი, ამოიღეთ აუდიტიდან ჩემს მიერ გაკეთებული დამფუძნებლის შენატანი და მიხვდებით. როდესაც 22 ადამიანი ვაფუძნებდით გირჩს, როდესაც უამრავმა ადამიანმა ჩადო ძალისხმრვა იმაში, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ხმა ისმოდეს, ძალიან ცოტას ექნებოდა ჩაფიქრებული, რომ პედოფილიის მოხმარების გაპრავებამდე დავა ეს გაერთიანება და დასაბმელი გახდება. გახდა. Goga Khachidze, Pavle Kublashvili, Giorgi MeladzeNatia KaladzeGia Japaridze, ნათელ გამყრელი, Sopo Makhatadze თქვენი იმედი მაქვს. ამ სიგიჟეს თუ არ გავაჩერებთ, ბოსხის ჯოჯოხეთამდე მივალთ. თქვენ დაგედოთ ვახტანგ მეგრელიშვილის ცოდვა, პარტიიდან სანამ წავიდოდი, დერეფანში გამაჩერა და მითხრა, ქადი ბავშვებს მიხედეო. ფასდაუდებელი რჩევა იყო. ბავშვებს უნდა მივხედოთ ყველამ და იმის დაშვება, რომ თურმე ტაილანდში რომ ბავშვს აუპატიურებენ, ამაზე სამეგრელოში ვიღაცა რომ მასტურბირებს, ნაბოკოვის მკიატხველია თურმე და კიშლიოვსკის დეკალოგის მაყურებელი და არ უნდა დავსაჯოთ ამისთვის, ამ იდეას არ შეიძლება, რომ ბუნებაში მიეცეს დაშვების დაშვება. აზრზე მოვიდეთ ყველა ერთად!P. S. Guga Chapichadze შენ ხარ სამეთვაყურეო საბჭო. სხვათაშორის. ხომ არ მოგწონს ბავშვებს რომ აუპატიურებენ? ხომ არ დაიცავ ვიღაცა არაკაცის უფლებას, რომ პატარა შეშინებული ბავშვი მოტყნას? ეხლა რატომ ვუშვებთ?P.P.S. იაგოს და ვახოს მიერ დაწერილი რაღაცა ფიქტიური წესები საერთოდ არაფერ შუაშია. გირჩს ჰქონდა მანიფესტი, ის საბუთი, რაზეც გირჩი დავაყენეთ და ბავშვებზე ძალადობის დაშვებას ვინ დაუშვებდა არ ვიცი. თუმცა ჩემი ეჭვები მაქვს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება