fbpx

ნინო დანელია – ჩვენი ვალია ეს ხელისუფლება ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას

ნინო დანელიამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ავტორიტარული რეჟიმი უწოდა ჟურნალისტმა ნინო დანელიამ, 20 ივნისს გამართულ აქციაზე, საზოგადოებას მიმართა და გაიხსენა ფაქტი, როდესაც საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება მოხდა. მან საქართველო დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანამ, მეზობელ აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებასთან ითანამშრომლა. ,,საქართველო არასდროს არ ტოვებს მარტო დაჩაგრულ ადამიანებს და რას აკეთებს ხელისუფლება? თუ გახსოვთ, როგორ ჩააბარეს ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოს შეაფარა თავი, აფგან მუხთარლი ავტორიტარულ რეჟიმს,’’ – განაცხადა დანელიამჩვენი ვალია დღეს, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას – განაცხადა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნინო დანელიამ. როგორც დანელიამ აღნიშნა, დღეს მათი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია და დარწმუნებულია გამარჯვებაში. „ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს, ოღონდ ოლიგარქის გარეშე. ჩვენი ვალია დღეს, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის არის კრემლის მონა, იმიტომ, რომ მას არ უყვარს ჩვენი ქვეყანა, თქვენ გიყვართ ეს ქვეყანა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს შეკრებილია ან ქუჩაში, ან სახლში ტელევიზორთან გულშემატკივრობს. დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში და დადგება ის დღე, როდესაც მართლაც, მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური, სხვადასხვა მრწამსის მქონე მოქალაქეები ისევ შევიკრიბებით აქ და ერთმანეთს მივულოცავთ გამარჯვებას და ყოველ დღე დავიცავთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით თუ სიტყვით მოგვიტანეს – განაცხადა ნინო დანელიამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება