fbpx

ნინა ჩიკვაშვილი პარტია ,,საქართველოზე”: ეს პარტია მისი ლიდერებით უკვე ყოველგვარი მორალისა და ღირსებისგან დაცლილია. მე ვაპირებდი პარტიის დატოვებას, თუმცა, მათ მოაწყვეს ეს მასკარადი

,,ეს პარტია მისი ლიდერებით უკვე ყოველგვარი მორალისა და ღირსებისგან დაცლილია. გაიგეს, რომ მე ვაპირებდი გასვლას და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საკრებულოში დარჩენას. ჯერ გამომკითხეს ყველაფერი, მერე მოაწყვეს ეს მასკარადი, რომ თითქოს გამრიცხეს პარტიიდან,”- წერს პარტია ,,საქართველოსთვის” ყოფილი წევრი ნინა ჩიკვაშვილი Facebook-ზე.

მისი თქმით, მისი და პარტიის ღირებულებები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა, ამიტომ სურდა პარტიის რიგების დატოვება.

,,პასუხი “პარტია” საქართველოსთვის!

ეს პარტია მისი ლიდერებით, უკვე ყოველგვარი მორალისა და ღირსებისგან დაცლილია. გაიგეს, რომ მე ვაპირებდი გასვლას და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საკრებულოში დარჩენას, ჯერ გამომკითხეს ყველაფერი, მერე მოაწყვეს ეს მასკარადი, რომ თითქოს გამრიცხეს პარტიიდან. რეალურად, ძალიან კარგად იცოდნენ ის სერიოზული ღირებულებითი აცდენა, რაც მე უკვე მაქვს ამ პარტიასთან, რომელიც თავიდან აბსოლუტურად სხვანაირი იყო და ახლა სხვა რელსებზე გადავიდა.
მე ვაპირებდი პარტიის ადამიანურად დატოვებას, თუმცა მათ მოაწყვეს ეს მასკარადი. ძალიან კარგად იცის ჩემმა ამომრჩეველმა, რომ მე არასდროს მივატოვებ არც ამომრჩეველს და არც ჩემს ხალხს. ეს შოუ დასჭირდათ მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზიები მიეწვიათ და ეჩვენებინათ, რომ თითქოს დამსაჯეს,” – წერს ნინა ჩიკვაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება