fbpx

ღმერთის საჩუქარი მოკლეს-ასეთი ბიჭი დავკარგე-ხვიჩა მაქაცარია

CBS ჯგუფის კომპანიებს შორის ნახავთ ერთერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ
სტარტაპ კომპანიას Feedc -ს. ლოკაციაზე დაფუძნებული ქართული სოციალური
პლატფორმა უნიჭიერესმა ქართველმა ბიჭმა ნიკო კვარაცხელიამ შექმნა. ბიჭი,
რომელთან ერთადაც ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია Feedc-ზე მუშაობისას
ყველაზე დიდ დროს ატარებდა ერთი წლის წინ, თბილისის ცენტრში მოკლეს.
Forbes Georgia –ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე წერს:
კიდევ სენტიმენტალური მიზეზი, თუ რატომ ვცდილობდი ხვიჩა მაქაცარიასთან
ინტერვიუს – ნიკო კვარაცხელიაა, რომელიც საზოგადოებამ იცის, რაოდენ ძვირფასია
ქართული Forbes-ის გუნდისთვის და მთელი ქვეყნისთვის. მაქაცარიას კომპანიების
პორტფელშია ნიკო კვარაცხელიას შექმნილი სოციალური ქსელი Feedc-ი, სადაც ხვიჩა
პარტნიორად არის წარმოდგენილი. ნიკოზე საუბარი და კითხვა უგდებს ჩვეულ რიტმს და
ენერგიას პასუხებში. მომავლის ბიჭი ბოლო წლების ყველაზე დიდ დროს სწორედ
მაქაცარიასთან ატარებდა: „ნიკოს ვუყურებდი და საკუთარი თავი მახსენდებოდა, როცა
საქმეს ვიწყებდი ოჩამჩირეში, ოღონდ… ნიკოს თავს რომ ვადარებ, ვამსგავსებ საკუთარ
ტემპთან, შეუპოვრობასთან, მოუსვენრობასთან, თორემ – აქედან მაქაცარია უკვე
ღიმილით აგრძელებს, – სხვა ყველაფერში ამ 21 წლის ბიჭთან ახლოს ვერც გონიერებით,
ვერც ცოდნით და ვერც მასშტაბით მოვდიოდი. ან საიდან, ან როგორ ის იდეები, რაც ნიკოს
თავში იხარშებოდა, რაც სრულიად უნიკალურ პროექტებში ითარგმნებოდა. ასეთი ბიჭი,
რომელიც ასწლეულებში ერთხელ ევლინება საზოგადოებას ღმერთისგან საჩუქრად,
უცბად გაქრა. აორთქლდა. გააქრო შურმა, ბოროტებამ და გაუტანლობამ. თითქმის
წარმოუდგენელია, რომ ასეთ ასაკში შეიძლებოდა ყოფილიყავი ასეთი მაგარი, ვაჟკაცი,
გამორჩეულად განათლებული და განვითარებული, რომელიც ყველას მუხტავდა
სიახლეებით და ახალი იდეებით. ასეთი ბიჭი დავკარგე… მაგრამ მარტო მე რა… ქვეყანამ
დაკარგა. დაკარგა ადამიანი, რომლის ნიჭიერებას და უნარებს საზღვრები არ ჰქონდა”.
აქ ვცდილობ, რომ ნიკოზე საუბარი აღარ გავაგრძელო, რადგან ვიცი, რომ… არც
ინტერვიუერი და არც რესპონდენტი ამ თემაზე საუბარს ცრემლის გარეშე არასდროს
დაასრულებს…

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება