fbpx

ნიკომ მაღალი ქულით ჩააბარა SAT გამოცდა, რომელსაც ამერიკული მხარე ატარებს საქართველოში-ნიკოლოზ ღარიბაშვილის პედაგოგი ბესო კევლიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის უფროსი ვაჟი ნიკოლოზ ღარიბაშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა , ოპოზიციურ სპექტრში მითქმა მოთქმა მოყვა ამ ამბავს და უამრავი ბინძური კომენტარი დაწერეს სოციალურ ქსელში ,ნიკოლოზ ღარიბაშვილის ნიჭზე და მის სიბეჯითეზე გვესაუბრება ,თბილისში ცნობილი მათემატიკოსი და სკოლა ,,ჯეჯილის ,,თანადამფუძნებელი ბესო კევლიშვილი.

აი რა გვითხრა ბატონმა ბესომ:

-ჩემთან სწავლობს და სწავლობდა ფაქტიურად ყველა პოლიტიკური ლიდერის შვილი,ასევე ოპოზიცური პარტიების ლიდერების შვილებიც. ნიკოლოზთან რვაწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. თავიდან კავკასიის ფრანგულ სკოლაში სწავლობდა, მეშვიდე კლასის ჩათვლით, შემდეგ კი ჩემი უშუალო რჩევით ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში გადავიდა. ჩემი გოგონაც აქ სწავლობდა და დარწმუნებით ვიცოდი, რომ ნიკო აქ სხვა სიმაღლეზე ავიდოდა( ჩემი გოგონა სოფო, გაისად ამთავრებს კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიო სამედიცინო ფაკულტეტის ბაკალავრიატს).

მართლაც ასე მოხდა. სულ მალე ნიკოს შრომისმოყვარეობით, ნიჭითა და ჩემი ხელშეწყობით, ნიკო კლასის საუკეთესო მოსწავლე და სკოლაშიც ერთ ერთი გამორჩეული გახდა. გასულ წელს ყველა საგანში A ანუ უმაღლესი შეფასება ჰქონდა, წელსაც ასეა. მაღალი ქულით ჩააბარა SAT გამოცდა, რომელსაც ამერიკული მხარე ატარებს საქართველოში და ნაადრევი აპლიკაცია გაუგზავნა პენსილვანიის უნივერსიტეტს, რომელმაც დაინტერესება გამოხატა მის მიმართ და ფინანსების განხრით ჩარიცხა. დაფინანსებაც მოიპოვა მე როგორც ვიცი.( თვითონ უნივერსიტეტი აფინანსებს ამ შემთხვევაში) და რამდენ პროცენტიანს დააფინანსებენ კიდევ დაზუსტდება. პიროვნულად არის ღირსეული, ლიდერის თვისებებით და ვაჟკაცური ბუნებით გამორჩეული კაცი. უნივერსიტეტში გაგზავნილ აპლიკაციაში სამადლობელი წერილი მე მომიძღვნა როგორც პედაგოგს . გულწრფელად გეტყვით, ის ღირსება, უბრალოება, ბავშვების საოცარი აღზრდა, ტრადიციების პატივისცემა, რაც ირაკლის და ნუნუკას ოჯახში სუფევს, მართლა სამაგალითო და მისაბაძია. უმრავლოს ქვეყანას ასეთი ოჯახები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება