fbpx

ნიკოლოზ სამხარაძე: პლატფორმასთან ვთანამშრომლობთ, რომელიც არის სწორედ იმისთვის შექმნილი, რომ საქართველო დააახლოოს ევროკავშირთან

ჩემთვის გაუგებარია, რატომ დატოვეს იმ ორგანიზაციებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, თან გავითვალისწინოთ, რომ მაინც და მაინც არ ეხმარებოდნენ ქვეყანას, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებაში ისე მანამდე არსებულ პროცესებში, – ამის შესახებ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„პლატფორმასთან ვთანამშრომლობთ, რომელიც არის სწორედ იმისთვის შექმნილი, რომ საქართველო დააახლოოს ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამ კუთხით არიან ჩართულები. პლატფორმას ვანდობთ ხოლმე მათ წარმოადგინონ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაესწრებიან ამა თუ იმ შეხვედრას პროფილიდან გამომდინარე. ჩემთვის გაუგებარია, რატომ დატოვეს იმ ორგანიზაციებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, თან გავითვალისწინოთ, რომ მაინც და მაინც არ ეხმარებოდნენ ქვეყანას როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებაში ისე მანამდე არსებულ პროცესებში“,- აღნიშნა სამხარაძემ.

„ენჯეოების“ ნაწილს 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ჩართვა ისევ სურს. 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება შალვა პაპუაშვილის სახელზე უკვე შეიტანა. მმართველი გუნდის შეფასებით, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მათ არაფერი გაუკეთებიათ, ხელის შეშლის გარდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება