fbpx

ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად ვგმობთ ბიჭვინთის ტერიტორიას რუსეთისთვის გადაცემის უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას


ნიკოლოზ სამხარაძე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„გვიან ღამით აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის შესახების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს გამოსწორდება მას შემდეგ, რაც საქართველო აღადგენს თავის იურისდიქციას აფხაზეთზე“, – წერს სამხარაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება