fbpx

ნიკოლოზ სამხარაძე ვიოლა ფონ კრამონს – ხალხის და ხელისუფლების გაყოფა პუტინის მიდგომაა, ნუ იმეორებთ

ხალხის და ხელისუფლების გაყოფა, მგონი, პირველად პუტინმა მოინდომა 2008 წლის მერე, როდესაც დღესასწაულებს გვილოცავდა ქართველ ხალხს მაგრამ არ ულოცავდა ხელისუფლებას,  –  ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ქვეყნისთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.

როგორც  სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას სწორედ ხალხი ირჩევს. შესაბამისად, მან  ვიოლა ფონ კრამონს მოუწოდა, ნუ აირჩევს ვლადიმერ პუტინის მიდგომას, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ სცადა ქართველი ხალხის და ხელისუფლების განცალკევება. 

„ხალხი სადღაც სხვა პლანეტაზე კი არ ცხოვრობს, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ „ქართულ ოცნებას“ უკვე მე-9 არჩევნებში. შესაბამისად, ხალხის და ხელისუფლების გაყოფა, მგონი პირველად პუტინმა მოინდომა 2008 წლის მერე, როდესაც დღესასწაულებს გვილოცავდა ქართველ ხალხს მაგრამ არ ულოცავდა ხელისუფლებას. ესეც მისი მიდგომაა და ძალიან გთხოვთ, ნუ იმეორებთ ამას.“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება