fbpx

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დანიას შორის არსებული ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება; უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეები. აგრეთვე, ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის რეგიონში.

ნიკოლოზ სამხარაძემ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხით და ხაზი გაუსვა, რომ დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მომდევნო თვეს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება