fbpx

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია!

ატარის დედაქალ დოჰაში დასრულდა ფინალური შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შორის.

უაღრესად დაძაბული შეხვედრის პირველ სეტში თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და სეტის გამარჯვებული ტაი ბრეიკით გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ტაი ბრეიკზე აგუტმა საუთარი შვიდი ჩაწოდებიდან, ხოლო ბასილაშვილმა საკუთარი ექვსი ჩაწოდებიდან მხოლოდ ორ-ორჯერ შეძლეს ქულის აღება.

მეორე სეტში აგუტმა საკუთარი მესამე გეიმი დათმო და ამის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ადვილად მიიყვანა სეტი, და მასთან ერთად შეხვედრაც, გამარჯვებამდე. მან სეტი 6:2 მოიგო, მატჩი კი 2:0 – 7:6(7:4), 6:2

დოჰას ტურნირზე გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 259 სარეიტინგო ქულა და 103 070 $ შესძინა საკუთარ აქტივს და ტურნირის დაწყების წინა 41-ე ადგილიდან 37-ე ადგილზე გადაინაცვლა.

გაუზიარე!

Shares