fbpx

ნიკა, ქინძის შნირო, ვიცი რომ ბევრს გიყვებიან ჩემზე-დიტო სამხარაძე ნიკა გვარამიას

ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას მიმართავს.

“ნიკა, ქინძის შნირო, ვიცი რომ ბევრს გიყვებიან ჩემზე, ვიცი რომ ზუსტად აფასებ ჩემს შრომას და შესაძლებლობებს და ეს გაფსიხებს. მართალი ხარ, დავდივარ ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ, მაგრამ ვინმეს კიარ ვაგულიანებ, პირიქით, მუხტს და ენერგიას აქეთ ვიღებ ჩვენი აქტივისგან და მხარდამჭერებისგან. ან ვის რა შეგულიანება უნდა, შენ და მეგის ქარდავას რომ გიყურებს ქართველი ხალხი, მაგაზე დიდი მოტივაცია, რომ დამთავრდეთ საბოლოოდ, არაფერი არაა!!! პროცენტებს და ხმებს ძალიან მალე, შენივე ეთერში დაგათვლევინებ, აი მაგ შენი მყრალი და ბინძური პირით იტყვი მალე რომ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დააგდო ბეჭებზე შენი მშობლიური ნაცმოძრაობა და ახლადშეზრდილი მოღალატეები”, – წერს სამხარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება