fbpx

ნიკა, რატომ აკეთებ ასე, ბავშვი ვარ?ტვ პირველის ჟურნალისტის და ნიკა მელიას შელაპარაკება


აქციის დასრულების შემდეგ ნიკა ნელიასა და ტვ “პირველის” ჟურნალისტს შორის შელაპარაკება მოხდა.

ჟურნალიატი ანა წერეთელი პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას კომენტარის ჩაწერას სთხოვდა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.

როგორც მელიამ ჟურნალისტს უთხრა, მას აქვს გარკვეული მიზეზი, რის გამოც არ უნდა კომენტარის გაკეთება.

“მაქვს უფლება ვთქვა, რომ არ მინდა კომენტარის გაკეთება? რატომ მაყენებ უხერზულ სიტუაციაში? არის რაღაც მიზეზი. როგორ იქცევი? – განუცხადა მელიამ ჟურნალისტს.

საპასუხოდ კი ჟურნალისტმა უთხრა, რომ ის ელოდა კომენტარის ჩაწერას.

“ნიკა, რატომ აკეთებ ასე, ბავშვი ვარ?”  -ასე უპასუხა ჟურნალისტმა ნიკა ნელიას

“მეტრონომის” ჟურნალისტი ამ შელაპარაკებას შეესწრო და ეცადა ვიდეო გადაეღო

გაუზიარე!

Shares