fbpx

ნიკა მელია მეორე ტურისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“ ფარულად აგიტატორებს ამატებს -კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე დარღვევების 95% იყო ადამიანური შეცდომები.

ირაკლი კობახიძის აღნიშნავს, რომ  მარცხი ყოველთვის მძიმეა, მაგრამ მარცხს ღირსეული მიდგომა სჭირდება.

კობახიძე განმარტავს, რომ ოპოზიციის განცხადებები, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, სიმართლე არაა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სრულად იყოს პოლიტიკური სპექტრი წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენ გვექნება შეხვედრები დამკვირვებლებთან და ყველა საკითხი იქნება განხილული, რაც იქნება გასათვალისწინებელი.

დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ოლქების უმეტესობაში ოპოზიციის წარმომადგენლები ფარულად მუშაობენ და აგიტატორებს ამატებენ.

ესენი არიან უმეტესად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. მუშაობენ სხვადასხვა ოლქებში თბილისში, მათ შორის კახეთშიც. თბილისში, სადაც არიან წარმოდგენილები, უკვე დაწყებული აქვთ აქტიურობა. ეს არის სამი ოლქი: სამგორი, ისანი და გლდანი“, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება