fbpx

ნიკა მელია კოვიდტესტირებაზე უარს აცხადებს

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ნიკა მელია კოვიდტესტირებაზე უარს ამბობს. უწყების ინფორმაციით, გაფორმდა შესაბამისი ოქმი.

“მიუხედავად ამისა, ბრალდებულს შეეთავაზა სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირება, რაზეც უარი განაცხადა. გაფორმდა შესაბამისი ოქმიც. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ტემპერატურის მატება აღენიშნება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ ეტაპზე მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს. მედპერსონალისადმი რაიმე ჩივილების წარდგენის შემთხვევაში ჩაუტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს ნიკა მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება