fbpx

ნიკა მელიამ დამირეკა და დამემუქრა-იაგო ხვიჩია

გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, რომ მას დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეფონით დაუკავშირდა და დაემუქრა. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ დიანა „დღის ამბებში“ განაცხადა.

„დამირეკა. სამწუხაროდ, ცუდი საუბარი გვქონდა. მომეჩვენა, რომ დამემუქრა. ამიტომ მინდა თქვენი მეშვეობით გავარკვიო – მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ უბრალოდ გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი.

ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი ნიკა მელია, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების უფლება მქონდეს. ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე უნდა მქონდეს თავდაცვის საშუალება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება