fbpx

ნიკა გვარამიამ ნიკა მაჭუტაძეს პოსტი წააშლევინა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ნიკა მაჭუტაძის ფეისბუქ პოსტის ე.წ სქრინი, რომელშიც ის სალომე სამადაშვილს მიმართავს მას შემდეგ, რაც აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სამადაშვილი მას კლოუნს უწოდებს.

მაჭუტაძის პოსტის კომენტარში კი ნიკა გვარამია მას მოუწოდებს სასწრაფოდ წაშალოს და ამ ეტაპზე მის გვერდზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება.

ნიკა გვარამიას ფეისბუქ პროფილზე არსებული ვერიფიკაციის ლურჯი სიმბოლო მიანიშნებს, რომ პოსტი დიდი ალბათობით ნამდვილია და არა გაყალბებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება