fbpx

ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს საელჩოში მწერალ გურამ ოდიშარიას მოთხრობის თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

ნიდერლანდების სამეფოში მდებარე საქართველოს საელჩოში
ლიტერატურული საღამო მწერალ გურამ ოდიშარიას მოთხრობის
თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
გურამ ოდიშარიას მოთხრობა „დევნილთა უღელტეხილი“
ნიდერლანდურ ენაზე მწერალმა და ლიტერატორმა არჩილ ჯავახაძემ
თარგმნა.
ლიტერატურულ საღამოს საქართველოს სახელმწიფო პრემიის
ლაურეატი, მწერალი გურამ ოდიშარია ვიდეო ზარის საშუალებით
ჩაერთო და ნიდერლანდებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს
მადლობა გადაუხადა თარგმანის პრეზენტაციისთვის.
საქართველოს საელჩოშ გამართულ საღამოზე, თარგმანის ავტორმა,
არჩილ ჯავახაძემ წიგნის მაღალ ლიტერატურულ ფასეულობაზე და
შემეცნებითი საკითხებზე ისაუბრა. ლიტერატურულ საღამოს
ქართული ხელოვნებით დაინტერესებული ჰოლანდიელები და
ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას დიასპორული ორგანიზაცია World of Diaspora-ს
დამფუძნებელი, ლალი ბუთბაია დაესწრო. ის აფხაზეთიდან
დევნილია და წლებია ნიდერლანდების სამეფოში აქტიურ
საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, რაც ქართულ-აფხაზურ და
ქართულ-ოსურ საკითხებს ეხება.
როგორც შეხვედრისას ლალი ბუთბაიამ აღნიშნა, სახალხო
დიპლომატიის გააქტიურება აუცილებელია, რაც შერიგებისა და
რეინტეგრაციის პროცესებს შეუწყობს ხელს.
შეხვედრისას, ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა დავით
სოლომონიამ აღნიშნა იმ მძიმე ხვედრზე, რომელიც წილად ხვდა
აფხაზეთიდან დევნილ ქართველ მოსახლეობას. მან ასევე აღნიშნა,
რომ წიგნის გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და
ნიდერლანდებს შორის კულტურის სფეროში ურთიერთობათა
მიმართულებით და გამოთქვა რწმენა, რომ ყოველივე ეს იქნება

სტიმული ორი ქვეყნის ლიტერატორებს შორის შემოქმედებითი
თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.
რაც შეეხება ცალკე წიგნად გამოცემულ მოთხრობას „დევნილთა
უღელტეხილი“ – მისი შინაარსი 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის
დაცემისა და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საკენი-ჭუბერის
უღელტეხილზე გადმოსვლის ტრაგედიას ეხება.
როგორც ცნობილია, გურამ ოდიშარიას მიერ აღწერილი ამბავი
რეალურია და თავადაა მოვლენების უშუალო მონაწილე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება