fbpx

ნეტაი ამ მიშა-ფრი ხალხს. ან თქვენ რას წვალობთ, ან რატომ იგდებთ ხალხის დასაცინად თავს

“ეჰ, ნეტაი ამ მიშა-ფრი ხალხს.
თუ საცივი ან ხაჭაპური არ გაქვთ, კარტოფილი ფრი მიირთვით. ან თქვენ რას წვალობთ, ან რატომ იგდებთ ხალხის დასაცინად თავს?”- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას.

“მეგობარმა დაწერა – აქციაზე მინდა წასვლა და რომელ ლოკაციაზე წავიდეო.
გავედი და დავათვალიერე (გადაკვანტილებული თითების სმაილიკი
მესამე, მეხუთე და მეშვიდე ლოკაციები გაძეძგილი იყო ხალხით და მისვლას აზრი არ ჰქონდა.
პირველზე პოლიცია არ უშვებდა.
მეორე, მეოთხე, მეექვსე და მერვე ჟურნალისტებს ჰქონდათ კამერებით დაკავებული.
უცხოეთში იყო შედარებით სიხალვათე, მაგრამ ვერ მიუსწრებდა. იქ მალე ღამდება.
ეჰ, ნეტაი ამ მიშა-ფრი ხალხს.
თუ საცივი ან ხაჭაპური არ გაქვთ, კარტოფილი ფრი მიირთვით. ან თქვენ რას წვალობთ, ან რატომ იგდებთ ხალხის დასაცინად თავს?”- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება