fbpx

ნეოფაშისტ-ლიბერალებისგან ყველაფერია მოსალოდნელი

ფსევდო ლიბერალების ბოლო შანსი

კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა, იგი ეფუძვნება იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ უთანხმოებებს.

წინა საუკუნეებში ეს უთანხმოებები ტერიტორიების დაპყრობაში და რელიგიურ დაპირისპირებებში ვლინდებოდა.

მე-20 საუკუნეში ბრძოლა კომუნისტურ- ფაშისტურსა და დემოკრატიულს შორის მოხდა.

21-ე საუკუნეში დაპირისპირებამ უკვე ფსევდოლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის ბრძოლის სახე მიიღო.

ეს ბრძოლა საკმაოდ დაუნდობელი აღმოჩნდა ვინაიდან ფსევდო ლიბერალიზმი, არსით ტოტალიტარულია და არანაკლებ დაუნდობელი, ვიდრე რელიგიური ომები, რადგან დღეს ეს ომები ხშირად ქვეყნების შიგნით, გახლეჩილი საზოგადოების ნაწილებს შორის მიმდინარეობს.

ამ ომს ჩვენმა ქვეყანამ გვერდი ვერ აუარა .

დღეს საქართველოში ფსევდო ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის ბრძოლა მიმდინარეობს ლოზუნგით – „ძირს რუსეთუმე ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი!“

ამ ლოზუნგის გარშემო ერთიანდებიან ხელისუფლების ჟინით აღტყინებული პარტიები, NGO-ები, მაფიოზები და ლუმპენ პროლეტარების დიდი ნაწილი, რომლებსაც აქტიურად ეხმარებიან ემიგრანტები, უცხოეთში მცხოვრები ქართული გვარის მქონე ცნობადი სახეები, ევროპარლამენტარები, LGBT აქტივისტები და დიპლომატების “ლიბერალური” ნაწილი.

კომუნისტების დროს არსებობდა სახალისო გამოთქმა: „მარქსმა კი თქვა, „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდითო“, მაგრამ ის არ უთქვამს, თბილისში შეერთდითო“.

მოკლედ, დღეს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოქმედებს ლოზუნგი – „რადიკალო ლიბერალებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით… თბილისში“.

ყველა მათგანს აერთიანებს ერთი მთავარი მიზანი – „ბიძინა ივანიშვილის განეიტრალება!“.

ბიძინას ყოველ სიტყვას, წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად გაჟღერებულს, საპირისპიროდ ინტერპრეტირებენ და ცდილობენ საზოგადოებას მრუდე სარკეში დაანახვონ: სიკეთეს ბოროტება დაარქვან, ქველმოქმედებას – ანგარება, კეთილგონიერებას – რუსეთუმეობა, პატრიოტიზმს – მოღალატეობა და ა. შ.

მაგალითად, თუ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაებას, ვინაიდან ეს ჩვენთვის დამღუპველია. ასევე თუ გააჟღერებს აშშ-ს ელჩის 3 საათიანი ვიზიტის შესახებ, მაშინვე გახარებულები დასჭყივლებენ – „აი, ხომ ვამბობით, ეგ მართავს ქვეყანას და მაგის პოზიციას ახმოვანებს ხელისუფლება. თუ ეს ასე არ არის, აბა, ელჩი რატომ მიდის მასთან სასაუბროდ?“ თუ ბიძინა იტყვის, ჩემი ფინანსური დავა ჩემი პირადი საქმეა, ამაზე ნუ მოცდებით, ეცადეთ დაალაგოთ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანო, ამ სიტყვებს ასე მოთარგმნიან – „საკუთარი უსაფრთხოება და ქონება ყველაზე მეტად აწუხებს, დასავლეთს ევაჭრება და ფსონად ქვეყანას ჩადო, ანუ საქართველოს ყიდისო“.

მოკლედ, დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას ნიშნავს და ამიტომ ბიძინა უნდა წავიდესო.

კაცი 2 წელია წასულია პოლიტიკიდან, ვერ მოიძებნე თუნდაც ერთი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც ამბობს ივანიშვილი მითითებებს მაძლევდაო, მაგრამ მაინც უარგუმენტოდ ისევ თავისას გაიძახიან, სანამ ოცნება ხელისუფლებაშია, შენ წასულად არ ჩაითვლებიო.

ანუ ჩაგვაბარეთ ხელისუფლება და გააუქმეთ პარტია, საქართველოში ერთი შენობაც არ ააშენო, ერთი კაციც არ დააფინანსო, ერთი ცენტიც არ დახარჯო, თორემ ამასაც პოლიტიკურ მოღვაწეობად ჩაგითვლით და მაინც ჩვენი, ანუ “ლიბერალების” დარტყმის ობიექტი იქნებიო და გიენებივით შემოსეულები ვიქნებით მანამ, სანამ ჩვენსას არ მივაღწევთო.

მოკლედ, გაქრი, თორემ ჩვენ გაგაქრობთო, ჯერ მორალურად და პოლიტიკურად შემდეგ კი ფიზიკურადაცო.

რაც მთავარია, ამის მოსწრება სასწრაფოდ უნდათ, 2024 წლამდე ვერ იცდიან რადგან ეშინიათ, ვაითუ მაგ წელს აშშ-ს არჩევნებში ისევ კონსერვატორმა ტრამპმა გაიმარჯვოს, რომელმაც უკვე ფაქტიურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და ეს რომ ასე მოხდეს, ლიბერალურ ძალებს საქართველოში ხომ საბოლოოდ მოესპობათ ძალაუფლების ხელში ჩაგდების პერსპექტივაო?

ამიტომაც მიდის გაშმაგებული ბრძოლა, სადაც ყველა მიუღებელი მეთოდი და იარაღი აქტიურად გამოიყენება – სიცრუე, მოსყიდვა, ღალატი, ორპირობა, თვალებში ნაცრის შეყრა, საზოგადოების მოტყუება, შანტაჟი, მუქარა, შეთქმულება, ლანძღვა, გინება, ტვინების გამორეცხვა, პროვოკაცია და ათასი სხვა სიბინძურე.

ეს ყოველივე გასაკვირი არ არის, ვინაიდან ლიბერალები გრძნობენ, რომ ეს მათი ბოლო შანსია.

12 ბუნდოვანი რეკომენდაციაც მაშველ რგოლად არის გადმოგდებული და თუ ესეც ვერ გამოვიყენეთ ხელისუფლების დასამხობად, მაშინ ხომ ყველანაირი პერსპექტივა დაკარგული იქნებაო.

ალბათ ეს ასეც არის. ამიტომაც, ვინც ამას ხედავს და ვისაც ამ ფსევდო ლიბერალების გამარჯვება საქართველოს დაღუპვად მიაჩნია, ყველას გვმართებს მეტი კონსოლიდაცია, მეტი აქტიურობა, მეტი მოთმინება და მეტი სიმტკიცე, რადგან ყველა პროვოკაციაზე წამსვლელი ნეოფაშისტ-ლიბერალებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება