fbpx

ნებისმიერი მკვლევარისთვის სირცხვილია, როდესაც მის ნაშრომში არის უხეში ფაქტობრივი შეცდომები. კერძოდ-გია აბაშიძე

ჰია აბაშიზე-დავუბრუნდეთ ბრიუსელის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) საქართველოზე გამოქვეყნებულ პასკვილს (ე.წ. ანალიტიკურ სტატიას).ნებისმიერი მკვლევარისთვის სირცხვილია, როდესაც მის ნაშრომში არის უხეში ფაქტობრივი შეცდომები. კერძოდ:❗️დედანში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოყვა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტი. ❓უკაცრავად და 2019-ში, პარლამენტზე შტურმის კრიმინალური ფაქტი სადაა? ასეთი გზავნილით ‘გამოკვებეს’ CEPS-ის ‘პატივცემული’ მკვლევარები ნაცპოლიტიკანებმა?❓ მელიას დაკავების მერე როდის იყო ბოიკოტი? ტყუილია! ბოიკოტი იყო არჩევნების შემდეგ, 2020 დეკემბერში და მელია 2021 თებერვალში დააკავეს.❗️ამავე სტატიაში წერია, რომ შარლ მიშელის მედიაციით, დოკუმენტი გაფორმდა 2021 წლის მაისში (არა და 19 აპრილი იყო). ❗️სტატიის მიკერძოებულობას რომ თავი დავანებოთ, ეს მიკერძოებაც დაუდევრადაა დაწერილი. სკოლის მოსწავლეც კი არ დაუშვებს ასეთ ფაქტობრივ შეცდომებს.❗️“ნაცებო”, ინგლისური ენა საქართველოში გაცილებით ბევრმა იცის და კონტენტ-ანალიზიც. ან უცხოელი ლობისტები გამოცვალეთ ანდა ისეთი გზავნილები გაავრცელეთ, სადაც ასე ფინაჩურად არ იქნება შეთითხნილი თქვენი ‘მესიჯ-ბოქსი’!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება