ქართული ოცნების” პიარ-ტექნოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის განცხადებას პასუხობს.
ნაცვლიშვილი “ფეისბუქ” პოსტს თან ფოტოსურათს ურთავს, სადაც ნიკა გვარამია ISFED-ის კვლევაზე წერდა.
“ნახევარ საქართველოს ქონება წაართვეს, სამი ტელევიზია მიიტაცეს და კიდევ ჩვენ გვეძახიან კლეპტომანებს. არ არის ამათი საშველი, არა! უკურნებელია ეს სენი – კიბოა, კიბო! დაბალბიუჯეტიან საშინელებათა ფილმებში როგორცაა, ვიდრე მაქციას კეთილშობილი ვერცხლის შუბის წვერით არ განუგმირავ ბოღმით სნეულ გულს, არ ჩერდებიან.”

“მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ IFED-ის მიერ საარჩევნო უბნებზე დარღვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დღეს დაწერა.
IFED-ის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა მოსყიდვის და ერთი პირის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის ანუ კარუსელის ფაქტები. იმენა კლეპტომანები არიან. უკვე ტყუილა იპარავენ. არ ჭირდებათ, მაგრამ მაინც.
მთავარი არხი – ფრთხილად, ბავშვებო, კომენტარის ჩაწერისას მიკროფონი არ მოგვპარონ, ან ჯიბიდან არ ამოგაცალონ რამე. რა ვიცი, ფრთხილად მაინც” – წერდა გვარამია სოციალურ ქსელში.