fbpx

ნაძალადევის რაიონში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


ნაძალადევის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების
დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა 2006 წლის კონვენციისა და შშმ პირთა
უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონში არსებული მუხლების
პოპულარიზაციიისა და იმპლემენტაციის პროცესების დაჩქარების ხელშეწყობა.
ნაძალადევის გამგეობასა და რაიონში მოქმედი შშმ ქალთა ორგანიზაცია „ქალი და
რეალობას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს ქალთა
უფლებების დაცვის საკითხებში შემდგომ თანამშრომლობას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი
ანდღულაძემ და ორგანიზაციის დამფუძნებელმა თამარ მაჭარაშვილმა.
„სპეციალური შესაძლებლობების მქონე ქალთა გაერთიანება „ქალი და
რეალობასთან“ ერთად დავსახეთ სამოქმედო გეგმა და გავაფორმეთ მემორანდუმი,
რაც მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში შემდგომ
თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, ვუერთდებით 16-დღიან კამპანიას, რომლის
მიზანი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქის მერის შშმ პირების საკითხებზე
მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ, საქართველოს
პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა, მთავრობის წარმომადგენლებმა,
ასევე, თბილისის მერიისა და ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლებმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება