fbpx

ნაძალადევის რაიონში, ავალიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ნაძალადევის რაიონში, ავალიშვილის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს
ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 400 კვ.მ
ფართობზე მოწესრიგდა.
პროექტის პირველ ეტაპზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც საგზაო
სამუშაოები განხორციელდა. გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური
და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ
და თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.
„ავალიშვილის ქუჩაზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც ადგილობრივ
მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. ახლა მოქალაქეების მთავარი
პრობლემა აღმოფხვრილია და ისინი კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ.
აღნიშნული ტერიტორია შეიძლება ითქვას, რომ ახალი დასახლებაა და ჩვენ
მომავალი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ მიმდებარე ქუჩების
კეთილმოწყობას“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
სანიაღვრე ქსელის მოწყობისა და საგზაო სამუშაოების საერთო ღირებულება 314
000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის
გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება