fbpx

ნაც-ელიტა ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში ტაშფანდურობდა-ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მიხეილ საკაშვილის საინტერესო ფოტოს აქვეყნებს და იმ ფაქტს იხსენებს, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოულოდნელად პუტინის ფავორიტ რუს რეჟისორს, ნიკიტა მიხალკოვს ქალიშვილის ქორწილში დაუპატიჟებლად ესტუმრა. ქორწილი რეჟისორმა წინანდალში გადაიხადა და ქართველი მეგობრები დაპატიჟა: „რავა ყველაფერი ჩემი ამოსაქექია, ლუჟკოვით რომ ტვინი წაიღეთ დღეს, ხომ არ დაგავიწყდათ ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილი, წინანდალში რომ გადაიხადეს, ერთი ვაგონი რუსები ჩამოიყვანეს და დაუპატიჟებლად ქორწილში პრეზიდენტი სააკაშვილი რომ მიუხტა, ჩაეხუტა, იცეკვა, სადღერძელოები გლიჯა და ბოლოს ფოტოც გადაიღოო, ფოტო გაუბაზრდა, თორემ ამას როგორ აღიარებდით. ეს ვინ ხართ, კაცოო, ასეთი უტიფრებიი ვაახ! ომიც ახალი „მოგებული“ გქონდათ იმ დროს და მიხალკოვიც წინა თვის მილანძღული სააკაშვილს, ცირკები ხართ, ეს ნაცხები ცირკები!,“ წერს ნინო ჯღარკავა და იქვე აქვეყნებს „ნეტგაზეთის“ სტატიას, რომელიც 2011 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა:„მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუს კინორეჟისორს, ნიკიტა მიხალკოვს რამდენიმე თვის წინ „ჩვენი მიწების წამღები“ უწოდა, 29 ოქტომბერს რეჟისორის ქალიშვილის ქორწილში ეწვია სტუმრად. ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილისა და რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილი საქართველოში, წინანდალში, გადაიხადეს. ქორწილისთვის საქართველოში თავად რეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი, თეოდორ ბონდარჩუკი და სხვა ცნობილი რუსი რეჟისორები ჩამოვიდნენ.„უდიდესი სითბო გამოავლინეს ქორწილის რუსმა სტუმრებმა, – შემოეხვივნენ პრეზიდენტს, როგორც როკ–ვარსკვლავს და მასთან ფოტოებს იღებდნენ. ერთ–ერთმა სტუმარმა მკითხა კიდეც, ნამდვილი მიხეილ სააკაშვილი იყო თუ არა. ქართველ სტუმართა ნაწილი პრეზიდენტს არც ესალმებოდა, ზურგი შეაქციეს. საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს შეიძლება არ მიესალმო“, – ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც, ასევე სტუმრად იმყოფებოდა მიხალკოვის ქალიშვილისა და ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილში.ლაშა ბუღაძე ქორწილიდან პრეზიდენტთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს: „ასეთ ეპიზოდსაც შევესწარი – ნიკიტა მიხალკოვმა თავისი ერთ–ერთი ფილმიდან ცნობილი რომანსი იმღერა. მთელი საქართველო აცეკვდა, ჩემს თავს შევატყვე, რომ ცქმუტვა დავიწყე. არ მიცეკვია, მაგრამ, აი, ხალხი… მთელი ეს დაფარული ენერგია წამოვიდა, რომელიც არ ეძლეოდა ქართველს, რომ გამოეშვა. ქვეცნობიერი ამოდის ზედაპირზე საქართველოში, ამოაქვს დიდი ნოსტალგიური სიყვარული. ამ დროს უკან გამოვიხედე და დგას საქართველოს პრეზიდენტი სრულიად მარტო, კედელთან მიყრდნობილი და შემკრთალი ღიმილით უყურებს ამ ამბავს. ფიქრობდა, ალბათ, რას ვეწვალები, ნატო, ისა, ისა, არადა, აქ არის საქართველო, ესაა. ძალიან ნიშანდობლივი ეპიზოდები იყო, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი, კამერა რომ მქონოდა“,– ამბობს ბუღაძე.ლაშა ბუღაძე და ქორწილში მყოფი სხვა სტუმრები – მწერალი დავით ტურაშვილი და ჟურნალისტი ნინო დარასელი – ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქორწილში მოკლე სადღეგრძელოც წარმოთქვა. „ვერ გავიგე. ზუსტად რა თქვა. მგონი, გავიგონე, ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის და ეს ძალიან კარგიაო“, –ამბობს ბუღაძე. უცნობია, რატომ მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, სტუმრად მისულიყო ნიკიტა მიხალკოვს ქალიშვილის ქორწილში. მაშინ, როდესაც ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე სააკაშვილმა რეჟისორს „ჩვენი ტერიტორიების წამღები“ უწოდა. „ამას წინათ წავიკითხე, მიხალკოვი ბაღაბშთან არის მისული და ეუბნება, ჩემი აგარაკი მომეცი უკან. ჩვენი ტერიტორიის მიწის წამღებ მიხალკოვს, რომელსაც ქართველი ხალხი ზოგადად ძალიან უყვარს, უნდა ჰკითხოთ, აფხაზეთი არის თუ არა საქართველო. თუ გეტყვით, რომ ასეა, გადაეხვიეთ და აკოცეთ, მაგრამ არ გეტყვით. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიმიდინარე წლის იანვარში ტელეკომპანია ПИК–ის ტელეხიდში მონაწილეობის დროს. ნიკიტა მიხალკოვის რუსეთის მმართველი პარტიისა და კონკრეტულად ამჟამინდელ პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოების ცნობილია.ამას თავად რეჟისორის 20– წუთიანი ფილმიც „55“ ადასტურებს, რომელიც მან ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე გადაიღო. რუსეთის საზოგადოებამ ფილმი, როგორც ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის საჩუქარი, ისე შეაფასა.„პუტინი რამდენიმე თვეში თანამდეობას ტოვებს, ეს გადაწყვეტილი საქმეა, ამიტომ მის კრიტიკას ან შეფასებას აზრი არ აქვს. ვინც არ უნდა იყოს ის და რითაც არ უნდა დაკავდეს ჩვენი პრეზიდენტი, ნებისმიერ შემთხვევაში, მე მინდა მჯეროდეს და ბევრი იზიარებს, რომ ამ ყველაფერს ის ღირსეულად გააკეთებს , ისე, როგორც მამაკაცს და ოფიცერს შეეფერება“.–აღნიშნავდა რუსი რეჟისორი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება