fbpx

ნაცს ვინც უპირისპირდება ის არის ბნელი, გამო@ლევებული-დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

“ქოცის ფენომენოლოგია

(პატარას წავიფილოსოფოსებ)

სიტყვა “ქოცი” ვინც მოიგონა, ვაღიარებ, რომ არის გენიოსი. რეალურად გენიალური მიგნებაა. ნახეთ რამდენ შრეს იტევს ერთდროულად:

ა) აბრევიატურაა “ქართული ოცნების”, ანუ აღნიშნავს ამ პოლიტიკური ძალის წევრს ან მხარდაჭერს.

ბ) აღნიშნავს ბნელ ტიპს, რომელიც არაა აუცილებელი იყოს ქართული ოცნების, როგორც პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი.

გ) აღნიშნავს გამო@ლევებულს.

დ) აღნიშნავს გოიმს, ქაჯს, ხიხოს.

ე) გარკვეულწილად აღნიშნავს პრორუსსაც, რადგან “ყველა ქოცი რუსეთუმე არ არის, მაგრამ ყველა რუსეთუმე ქოცია” (ზაზა ბიბილაშვილი).

ვ) არცთუ კეთილხმოვნად ჟღერს და რაღაც ცუდთან ასოცირდება, მაგალითად ქეცთან.

ზ) და რაც მთავარია, აღნიშნავს “ნაცის” საპირისპიროს.

ანუ, გამოდის, რომ ნაცს ვინც უპირისპირდება, ის, წმინდა სემანტიკური აღქმის დონეზე არის ბნელი, გამო@ლევებული, გოიმი (ქაჯი, ხიხო) და შეიძლება რუსეთუმეც.

ნაცების მხარეზე ქოცის გადასვლის ფაქტს კი ეწოდება განქოცება, ანუ ეს აღნიშნავს სიბნელიდან სინათლეში, გამო@ლევებულობიდან კაიტიპობაში, გოიმობიდან სვეცკობაში და შეიძლება პრორუსობიდან პროდასავლელობაში გადასვლას.

ეს ყველაფერი მართალია არ ითქმება, მაგრამ ავტომატურად იგულისხმება. ამ ჯადოსნური სიტყვის უბრალო წარმოთქმითაც კი ყველა ნაცს ასევე ავტომატურად უჩნდება მორალური უპირატესობის განცდა ოპონენტის მიმართ, მაშინ, როცა სიტყვა “ნაცის” თქმისას ასეთი რამ არ ხდება.

თვით სიტყვა “შუაშისტი”, რომელიც ერთი შეხედვით თავიდან გვარიდებს ქოცის არასახარბიელო იარლიყს, სინამდვილეში თავად არის არცთუ სახარბიელო იარლიყი, რადგან ეს ნიშნავს ერთგვარ შუალედურ მდგომარეობას სიბნელესა და სინათლეს, გამო@ლევებულობასა და კაიტიპობას, გოიმობასა და სვეცკობას, და, შეიძლება პრორუსობასა და პროდასავლელობას შორის.

მოკლედ, არაფერი ისე არ უწყობს ხელს ნებისმიერი ნაცის თვითშეფასების ამაღლებას და მის სიმტკიცეს თავის ნაცობაში, როგორც ეს ერთი მაგიური სიტყვა.

მართალი გითხრათ არც კი ვიცი ამას ახლა რაღა ეშველება. ალბათ არაფერი. დრო და ჟამი თუ წარიტანს ისტორიის ანალებში, თორემ უკვე ლამის რეფლექსის დონეზეა დამკვიდრებული.

ხოლო ქოცპროპაგანდამ ამ სიტყვის ძალას თავის დროზე რომ არ მიაქცია სათანადო კი არა და საერთოდ არანაირი ყურადღება, ამით მხოლოდ დაადასტურეს ის, რომ ქოცის ზემორე მახასიათებლებში პუნქტი “გ” არც ისე შორსაა რეალობისგან.

P. S. პოსტის ინსპირაცია წამოვიდა სადღაც ფბ-ზე ამოკითხული შენიშვნიდან (ვერ ვიხსენებ ვის ჰქონდა), კალაძის ბავშვის ფოტოებს ნუ დაათრევთ, ნაძირლობა და ქოცობაა ეგო. ჯერ ვიფიქრე ქოცობა საერთოდ რა შუაშია მეთქი და მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ შუაში კი არა თავშია.”

გაუზიარე!

Shares