fbpx

,,ნაციონალური მოძრაობა’’ მხარდამჭერებს პროვოკაციებისკენ მოუწოდებს, რაც ქაოსს და არეულობას გამოიწვევს-ტიტე აროშიძე

,,ომისა და ღალატის პარტიის ,,ნაციონალური მოძრაობის’’ და სხვა რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმოებული ქსენოფობიური კამპანიის ფონზე, რომელიც დღეს გაკიცხა და გააკრიტიკა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი კობახიძემ, მივიღეთ საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია,,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ განაცხადა. როგორც ტიტე აროშიძე აცხადებს, ,,ნაციონალური მოძრაობა’’ მხარდამჭერებს პროვოკაციებისკენ მოუწოდებს, რაც ქაოსს და არეულობას გამოიწვევს. ,,ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი ავალებს ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მიმართონ პროვოკაციების წარმოებისთვის ადგილებზე, რაც გამოიხატება სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით. ეს არის სიტყვიერი შეურაცხყოფა რუსი ტურისტების მიმართ, ეს არის ბანერებზე, კედლებზე, მაისურებზე, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური წინადადებების დაწერა, რაც, რა თქმა უნდა, გააღრმავებს პროვოკაციას და გამოიწვევს ქაოსსა და არეულობას. ამის მიზანი არის, მხოლოდ და მხოლოდ ერთი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა – საქართველო ჩაითრიონ ომში. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ქვეყანა, თუკი მისი მოქალაქე რისკის და საფრთხის ქვეშ იმყოფება, ახდენს რეაგირებას. სწორედ ამის გამო, მე მოვუწოდებ ჩვენ საზოგადოებას, მოსახლეობას, მოქალაქეებს, რომ არ აყვნენ არანაირ პროვოკაციებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და შესაბამისად, იმოქმედონ ისე, როგორც ეს ეკადრება ქართველ ადამიანს. არ შემიძლია, არ ვთქვა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ესაჭიროება სტაბილურობა, ყველაზე მეტად ესაჭიროება სიმშვიდე, ამიტომ უნდა დავდგეთ იქ, სადაც არის სიმართლე, ისტორია ყველას მიუჩენს თავის ადგილს,’’- განაცხადა ტიტე აროშიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება