fbpx

ნაყინის ჩუპა ჩუპსი ხომ არ გნებავთ?!

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ნიკა გვარამიას მოთხოვნებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

ანუ, ესენი რას ეუბნებიან ხალხს და მმართველ პარტიას, თუ გინდათ ევროკავშირის კანდიდატობა, თქვენ წადით და ჩვენ მოგვიშვითო.

ოცნება რომც დაიშალოს, პირობითად, ამათ ხომ ხალხი მაინც არ მოუშვებს?! ამიტომ წინასწარ უნდათ ლომჯარიების და გიგაურების დანიშვნა პროკურორად,, სასამართლოებში, ცესკო უნდა ჩაბარდეს პარალელური დათვლის გამყაკბებელ ISFED-ს, რათა გააყალბონ, დაიჭირონ, გაასამართლონ…

თანაც, ვის აკერია ენაზე “თავისუფალი”, თავისუფლებების მთავარ შემზღუდავს?!

მოკლედ, არჩევნებით ვერ გიგებთ, არ გვიღებს ხალხი, საკუთარ აქციებზეც კი, ტრიბუნაზე ვერ ავდივართ, ამიტომ არჩევნების გარეშე ჩაგვაბარეთ ძალაუფლება, ანუ პროკურატურა, სასამართლო, წამყვანი კომიტეტები და სხვა, შემდეგ თქვენ გადადექით და ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებსო.

ნაყინის ჩუპა ჩუპსი ხომ არ გნებავთ?!-წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება