fbpx

ნანა კაკაბაძე – პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, მას გახარიას მსგავსი ადამიანები აბინძურებენ

ნანა კაკაბაძე – პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, მას გახარიას მსგავსი ადამიანები აბინძურებენ საერთო პოლიტიკური უპრინციპობის ფონზე თითქოს აღარ უნდა გაგვკვირვებოდა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის ნაცმოძრაობასთან პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბება, მაგრამ როდესაც ვიხსენებთ, როგორი დაჟინებით იბრძოდა პრემიერი გახარია „დამნაშავე პარტიის“ წინააღმდეგ, როგორ პირდებოდა მათ, პოლიტიკიდან ჩამოშორებას, ოპოზიციაში მისი გადაბარგებით ჩვენ დავინახეთ საპირისპირო – გახარიას მცდელობა არა ნაციონალების დასრულებისა, არამედ მათი გაძლიერების – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე. მისი თქმით, თუ გახარია ნამდვილად დამნაშავე და ქვეყნისათვის ზიანის მომტან პარტიად მიიჩნევდა ნაცმოძრაობას, გამოდის, რომ ასეთ ძალასთან შეამხანაგებით საკუთარი პარტიაც დამნაშავე და ქვეყნისათვის ზიანის მომტანად აქცია. „გახარია-სააკაშვილის ალიანსის შესახებ (პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა?!) პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, მას გახარიას მსგავსი ადამიანები აბინძურებენ! საერთო პოლიტიკური უპრინციპობის ფონზე თითქოს აღარ უნდა გაგვკვირვებოდა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის ნაცმოძრაობასთან პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბება, მაგრამ როდესაც ვიხსენებთ, როგორი დაჟინებით იბრძოდა პრემიერი გახარია „დამნაშავე პარტიის“ წინააღმდეგ, როგორ პირდებოდა მათ, პოლიტიკიდან ჩამოშორებას, ოპოზიციაში მისი გადაბარგებით ჩვენ დავინახეთ საპირისპირო – გახარიას მცდელობა არა ნაციონალების დასრულებისა, არამედ მათი გაძლიერების. მაგალითად, როცა მან ნარკოლოგიური შემოწმების თავის არიდების მიზნით გააკეთა განცხადება, რომ თურმე არ ენდობა საქართველოს ექსპერტიზის ბიუროს, ამით დარტყმა მიაყენა სახელმწიფოს და ხელი შეუწყო ნაცების მუქარას სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის შესახებ. როცა გახარია არჩევნების შემდეგ გარიგდა ნაცებთან ჩხოროწყუს საკრებულოს თავჯდომარის არჩევნებზე, მან ჩაიდინა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ვინაიდან, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის ყველად არწმუნებდა, რომ ნაცები იყვნენ ქუჩის კრიმინალები, და რომ ის მათ “დაასრულებდა”. გაოცებით აღვნიშნავთ უპრინციპობისა და ფარისევლობის უსაზღვრობას – თუ ბ-ნი გახარია ნამდვილად დამნაშავე და ქვეყნისათვის ზიანის მომტან პარტიად მიიჩნევდა ნაცმოძრაობას, გამოდის, რომ ასეთ ძალასთან შეამხანაგებით საკუთარი პარტიაც დამნაშავე და ქვეყნისათვის ზიანის მომტანად აქცია. ხოლო თუ პრემიერობის დროს ცრუობდა, მაშინ გამოდის, რომ მისი სიტყვიერი მუქარები ნაცების მიმართ მხოლოდ ფარისევლობა, თაღლითობა ან ნიღაბი იყო რეალური სახის დასამალად. ასეა თუ ისე, გიორგი გახარიამ ამ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებით ბევრი ადამიანის თვალში საბოლოოდ დაკარგა სახელმწიფო ინტერესებზე მზრუნველი პოლიტიკოსის ის იმიჯი, რომელიც მან მოიპოვა პრემიერობის პერიოდში და რომელიც არ ეთმობოდა საზოგადოების მცირე, მაგრამ მაინც გარკვეულ ნაწილს. მან ამ ნაბიჯის გადადგმით ის ხალხიც მოატყუა, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ მისი პარტია მესამე ძალის ჩამოყალიბების საფუძველი გახდებოდა, რის დეფიციტსაც ასე მწვავედ განიცდის ქართული პოლიტიკა“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება