fbpx

ნანა კაკაბაძე: ზელენსკიმ საქართველოდან ელჩიც კი გაიწვია, თავშიც არაერთხელ წამოგვარტყა და დასავლეთსაც ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად ზომების მიღებისკენ. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და ამ სახით უკრაინის დახმარებაზე.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე უკრაინის ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებებისა და მოწოდებების მიმოხილვისას წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიერა და ამის დასტურად მიხეილ სააკაშვილის უკრაინისათვის გადაცემის კატეგორიული მოთხოვნა დააყენა.

კაკაბაძე წერს, რომ საქართველოს დასჯა სურთ მხოლოდ იმისათვის, რომ მეორე ფრონტი არ გაიხსნა ჩვენ ქვეყანაში და ამით არ დაეხმარა უკრაინას.

„აქაური და „იქაური“ უსამშობლო ნაცების და განაცებული პოლიტიკოს-ლობისტების ყალბი რიტორიკა ქართველებმა ზეპირად ვისწავლეთ – ბიძინა რუსი ოლიგარქი და საქართველოს მტერია, ქვეყანას ბნელ მხარეს (რუსეთისკენ) მიაქანებს, „პუტინის ტყვეს“ არ ათავისუფლებს, ყველა ქართველი პატრიოტის ვალი ყოფილა მაქსიმალური გააკეთოს ივანიშვილის მოსაშორებლად. „მოშორებაში“ იგულისხმება – მისი პოლიტიკური, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მკვლელობაც (თემურ ალასანია ამ საქმეში ერთ მილიონ დოლარს იხდიდა).
ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვისაც ყველაფერი ნათელია – საქართველო პირველ ადგილზეა უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთების ოდენობით – (ზელენსკი დაუნახავია), საქართველომ მიიღო, დააბინავა, მზრუნველობს და უფასო სერვისებს სთავაზობს უკრაინელ ლტოლვილებს (ზელენსკი უმადურია), საერთაშორისო დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებში საქართველო დგას უკრაინის გვერდით (ზელენსკი ვერც ამას ხედავს).
საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. თბილისიდან 30 კილომეტრში დგას რუსული ჯარი და რუსული ტანკები (ზელენსკის ეს არ აღელვებს). ჩვენ წლებია ვუძლებთ 2008 წლიდან დაწყებულ ომს ( ზელენსკის ეს არ ესმის).
სამაგიეროდ ზელენსკი-არახამია-ადეიშვილის უკრაინული ხელისუფლება რატომღაც გაგებით ეკიდება აზერბაიჯანის, ევროპისა და ამერიკის სიფრთხილეს, რომ მათ არ უნდა მისცენ რუსეთს საკუთარ ქვეყნებზე თავდასხმის საბაბი. ზელენსკი ყველა მათგანის მადლობელია.
ზელენსკიმ საქართველოდან ელჩიც კი გაიწვია, თავშიც არაერთხელ წამოგვარტყა და დასავლეთსაც ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად ზომების მიღებისკენ.
ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და ამ სახით უკრაინის დახმარებაზე.
ბოლოს ზელენსკიმ ჩვენზე ზეწოლისა და დამცირების ახალი საბაბი გამონახა – ბრძანა უკრაინის მოქალაქე, მსჯავრდებული სააკაშვილი უკან დააბრუნეთ, თორემ „ცულს მოვიტან ცუნცულასაო“… ბიძინა ივანიშვილის „პრორუსულობას“, კიდევ უფრო გავამძაფრებ, რაც სტიმულს მისცემს დასავლეთს, ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლების დამხობას და ნაციონალური რევანშისათვის პირობების შექმნასო.
ხელისუფლებაზე დაგეშილი ნაცების,მათი სატელიტების ძალაუფლებისკენ ავადმყოფურ ლტოლვას კიდევ უფრო გავამძლიერებთ სხვადასხვა მანიპულირებითო.ხალხისთვის ტვინების გამორეცხვის, მიზნით არანაირი ბინძური მეთოდის გამოყენებაზე არ ვიტყვით უარსო.
ზელენსკის პათოსი მყისვე აიტაცეს ადგილობრივმა ნაცმა ხერხეულიძეებმა, მის ისტერიულ განცხადებას მაშინვე „ისტორიული“ უწოდეს და დასძინეს „ვინაიდან ეს გახლავთ გმირი პრეზიდენტი… მისი განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განგაშის საფუძველია საქართველოს ხელისუფლებისთვის. მე მათ ვურჩევდი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანს მოუსმინონ“

  • ნიკა გვარამია უფრო შორს წავიდა და ბრძანა, თუ ზელენსკის არ უჯერებ, ე. ი. პუტინს უჯერებ, რადგან ზელენსკი ანტი-პუტინიაო.
    მოკლედ, თუ „მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ და „ანტი-პუტინის“ იმიჯი გაქვს, შეგიძლია ჩვენს ქვეყანას უკარნახო და შავზე თეთრი უმტკიცო. თუ გაბედავ და იტყვი, შავი შავია და თეთრი თეთრიო, მაშინვე მოგეკერება დემოკრატიის, პროგრესის და საქართველოს მტრის იარლიყი. ასეთად ჩაითვლება ყველა ის ქართველი, ვისაც არ მოსწონდა საქართველოს სინგაპურიზაცია. ქართული მენტალობისა და ღირებულებების განადგურების ხარჯზე „ახალი ქართველის“ ტიპის შექმნა, წამებები, ჩაშვებები, რეკეტი, ქუჩაში მკვლელობები, სტრატეგიული ობიექტების რუსეთზე გადაცემა, ერთ დღეში თურქეთის 3000 მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სასამართლოს ჯიბეში ჩასმა, ორდღიან ომში ტერიტორიების დათმობა და სამარცხვინო ფორთხვა მიწაზე. ისეთ სამარცხვინო რეზოლუციაზე ხელმოწერა, რომლითაც საკუთარ ქვეყანას აკისრებ პასუხისმგებლობის ნაწილს ამ ომის გაჩაღებაზე და ა. შ.
    ფაქტიურად გვაიძულებენ დავიჯეროთ, რომ ეს არის პროგრესი და დემოკრატია, ხოლო ამის დამამკვიდრებელი სააკაშვილი კი გმირი.
    რაც შეეხება „მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ და „ანტი-პუტინის“ დირექტივებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიუღებელი და გაუმართლებელია.
    სირცხვილია, როცა ადამიანს სიკეთის დაფასების უნარი არ გააჩნია. უმჯობესია ამ უმადურმა კაცმა დაინახოს საქართველოს უკრაინისადმი თანადგომა, როგორც ჰუმანიტარულ, ისე საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმებში.
    ნაცვლად იმისა, რომ სისხლის სამართლებრივად ძებნილი სააკაშვილი პარტნიორი სახელმწიფოსათვის ოფიციალურად გადმოეცათ, კონტრაბანდული ტვირთის სახით კონტეინერით, ქვეყნის ასარევად შემოაპარეს. დღეს, როცა ეს გეგმა გამჟღავნებული და ჩაიშლილია, საქართველოსგან, ჰუმანიტარული მოსაზრებით მის უკან დაბრუნებას მოითხოვენ.
    უკრაინის ხელუსუფლებამ უნდა იცოდეს,რომ ახლადგამომცხვარი „მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი“ და თუნდაც საყოველთაოდ პროგრესულად მიჩნეული ახალი „უფროსი ძმის“ მითითებებს, შეგონებებს და მუქარაშერეულ რჩევებს ჩვენ ვერ მივიღებთ.
    ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ უთხრა უარი “უფროსი ძმის” სინდრომს.
    ნებისმიერმა „უფროსმა თუ უმცროსმა ძმებმა” უნდა იცოდნენ, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. და ჩვენ იმისთვის არ გვინგრევია საბჭოთა ციხის საკანი, რომ ახლა სხვა საკანში შევყოთ თავი, ახალი ბატონის ბრძანებებს დავემორჩილოთ.
    დამოუკიდებელ ქვეყანას უნდა მართავდეს არა დირექტივები არამედ სამართლიანობაზე დამყარებული კანონები.
    სახელმწიფოს ვალია ყველა განაჩენი აღასრულოს კანონის შესაბამისად.
    სააკაშვილს სასჯელი შეფარდებული აქვს სამართლიანად, კანონიერად და დადასტურებულად, რის გამოც ის უნდა აღსრულდეს საერთაშორისო და ადგილობრიბი სამართლებრივი ნორმების დაცვით, ნებისმიერი სხვა მსავდრდებულის პირობების ადექვატურად.
    სააკაშვილის საერთაშორისო გულშემატკივრების (პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით) ქმედებებს რომლებიც, სამართლებრივი საკითხების ფეხქვეშ გათელვით ცდილობენ ხელისუფლებაზე პოლიტიკურ ზეწოლის განხორციელებას, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აფასებს არამეგობრულ გამოხტომად, რომელშიც აშკარად ჩანს მათი ანტიდემოკრატიული და იმპერიული მისწრაფებები”,-წერს ნანა კაკაბაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება