fbpx

ნანა კაკაბაძე ეკა ბესელიას: ჩვენ რომ გავაკეთეთ მოსამართლეების სია, ხელმოწერები შევაგროვეთ რეჟიმი გასამართლდეს და ყუთებით ჩამოვიტანეთ პარლამენტში, პირადად შენ რომ გადმოგეცი, დღეს რატომ იძახით რომ უნდა გაიყაროს, რა შეიცვალა?

„ვინ ჩაატარა ხომ არ გახსოვს სპორტის სასახლის ღონისძიება რეჟიმი გასამართლდესო? ჩვენ, პოლიტპატიმრებმა რომ გავაკეთეთ სია თითოეული პოლიტპატიმრის, მოსამართლეების, პროკურორების ვის ვინ ჰყავდა პროკურორები, მოსამართლეები, ხელმოწერები რომ შევაგროვეთ სპორტის სასახლეში რეჟიმი გასამართლდეს და ყუთებით ჩამოვიტანეთ პარლამენტში და შენ პირადად გადმოგეცი, მაშინ სწორედ ის ადამიანები ნაზი ჯანეზაშვილები, ეს არასამთავრობოები წამოხტნენ და დაიწყეს სწორედ იმის ლაპარაკი, რომ ეს მოსამართლეები როგორ შეიძლება გავყაროთ ერთი ხელის მოსმით, როგორც გაყარა სააკაშვილმაო- ასე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ ეკა ბესელიას, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

„მაშინ ფიქრობდნენ რომ როგორც ყურით ჰყავდათ დაჭერილი ის მოსამართლეები ისე ეყოლებოდათ და ამიტომ მე, ნანა კაკაბაძეს გადამიდგნენ ეგ ენჯეოები და შენ იქ იყავი სწორედ როდესაც იძახდნენ რომ რას ჰქვია ეს მოსამართლეები სახლში წავიდნენო. მთელი დასავლეთი, საელჩოები მაგათ უჭერდა მხარს“- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, თუ მაშინ იყო სტანდარტი რომ არ შეიძლებოდა ერთი ხელის მოსმით ამ მოსამართლეების გაყრა, დღეს რა შეიცვალა?

„იმ დღეს ასე გინდოდა, როცა გეტყვი ასეო უნდა იყოს ასეო, როცა გეტყვი ისეო უნდა იყოს ისე, ეგრე არ არის. თუ მაშინ იყო სტანდარტი რომ არ შეიძლებოდა ერთი ხელის მოსმით ამ მოსამართლეების გაყრა და ყველა შეთანხმდით ამაზე, პარლამენტიც და მე დავრჩი მარტო, რომელიც ბოლომდე ვთხოულობდი, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს, სამართლიანობა უნდა აღდგეს და იმ პოზიციაზე ვარ დღესაც, დავრჩი მარტო კიდევ გიმეორებ და თქვენ ყველამ გაიზიარეთ ის პოზიცია, რომ არ უნდა გაყრილიყო. დღეს რატომ იძახით რომ უნდა გაიყაროს, რა შეიცვალა?
მე არ გამიგია, რომ პარლამენტში ეს საკითხი დამდგარიყო. არ გამიგია არც ეკას და არც არავის მხრიდან. ეს ქაღალდები წავიდა ნაგავში და არავის ჩაუხედავს იმაში და მე მოგიყვანთ პოლიტპატიმრებს, რომლებიც მოწმე არიან იმისი, რომ ესენი ჩვენ მივიტანეთ და გადავეცით. მაშინ თურმე არა, არ შეიძლებაო. როდესაც გათავისუფლდნენ ნაციონალებისგან და ვეღარ მართავდნენ სასამართლოს, მერე მოინდომეს, რომ გავყაროთო. მე რაც ვთქვი ეს ტყუილია თუ მართალი ჯერ ეს მითხარით. მე არ ვიცავ მაგათ, მე ვიცავ სტანდარტს“- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება