fbpx

ნამდვილად მცდარი შთაბეჭდილებები მქონდა სამართალდამცავებთან დაკავშირებით,მადლობა მათ-ნოდარ სიხარულიძე

სოციალურ ქსელში ნოდარ სიხარულიძემ ორი დღის პოსტი დადო ,პოლიცია ლანძღა,შეურაცხყოფა მიაყენა ,მერე მადლობები გადაუხადა,გთავაზობთ მის ორივე პოსტს უცვლელად-

მოკლედ, გუშინდელი ამბავი მინდა მოგიყვეთ ამ კრიმინალების შესახებ და გთხოვთ ყველამ გააზიარეთ! მე და ჩემი მეგობარი საკუთარ პროდუქტს ვყიდით დილიდან დაღამებამდე “2 კაპიკი” რომ ვიშოვოთ, ტრანსპორტი ჩვენ არ გვყავს, ფეხით დავდივართ და თან ამ პანდემიის დროს. ეს ორი ღლე და კიდევ მესამე(რომელიც ვერ ვიპოვე სოციალურ ქსელში) გვხდება საბურთალოზე(სამედიცინოს მეტროსთან, ჯპს აფთიაქის მხარეს) და დანას გვიფრიალებენ, მოკლედ რომ ვთქვა, 300 ლარს გვთხოვდნენ და ბევრი პრობლემა არ მინდოდა ფულის მიზეზით შექმნილიყო, ჩანთაში იმ მომენტისთვის მხოლოდ 110 ლარი მედო ქეშად და მივეცი, მაგრამ დამემუქრა, რომ თუ პოლიციაში მივიდოდი მომკლავდნენ! პოლიციაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ, ვიცი არც არაფერს იზამენ, ამიტომ დაპოსტვა გადავწყვიტე, რომ იცოდეთ რა ყლეობაში ვცხოვრობთ.იმისთვის, რომ უფრო შემშინებოდა, სად ვმუშაობდი დააზუსტეს და ასევე ჩემი სახელი/გვარი! ასევე მომთხოვეს ტელეფონის ნომერი, რაზეც ამ ორ დებილმა ზარი გამოუშვეს, შესაბამისად უფრო სწრაფად ვიპოვე სოციალურ ქსელში.მესამეს სახეც კარგად მახსოვს, ნებისმიერ დროს შემიძლია ამოვიცნო.ზოგადად მშვიდი ადამიანი ვარ და მაქსიმალურად მშვიდად მოვაგვარე, ჩემს ნაცვლად სხვა ტიპი რომ ყოფილიყო, არავინ იცის როგორ დასრულდებოდა!

სამივე ადამიანი დაიჭირეს! მადლობა ვაკე საბურთალოს 7 სამმართველოს სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის, განსაკუთრებული მადლობა 7 სამმართველოს დეტექტივებს და უფრო დიდი მადლობა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილს.მთელი ღამე დაუღალავად მუშაობდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით, ნამდვილად მცდარი შთაბეჭდილებები მქონდა სამართალდამცავებთან დაკავშირებით, ყოველშემთხვევაში ამ კონკრეტულ ადგილას ყველანი მეგობრულები და სამართლიანი ადამიანები მუშაობენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება