fbpx

ნათია თურნავა მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება-როდესაც მათ 2008 წელს 4 მლრდ-ის ოდენობის სესხი მოიზიდეს, დიდი ვერაფერი მისაბაძია…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც თურნავა აცხადებს, ექსპრეზიდენტის განცხადება პოპულისტურია და ძალიან არასერიოზული. მისი თქმით, საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვისთანაც ამ პანდემიის პერიოდში სავალუტო ფონდმა თავისი პროგრამა განაახლა.

“სააკაშვილის განცხადება პოპულისტურია  და ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, დონორებიდან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეს წლები ეკონომიკურ რეფორმებს განუხრელად ვახორციელებდით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გავხდით მსოფლიოში, ვისთანაც ამ პანდემიის პერიოდში სავალუტო ფონდმა თავისი პროგრამა განაახლა.” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება იყო ე.წ. „მწვანე შუქი“ სხვა დონორებისთვის, რომლის შედეგადაც, საქართველომ გლობალური პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო დონორებისგან, ჯამში, 3 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება მოახდინა.

„ეს დახმარება უპრეცედენტოა დღეს, როდესაც მსოფლიოს ასე უჭირს, საქართველოს ზომის ეკონომიკისთვის. ასე რომ, წინა ხელისუფლების გამოცდილება, როდესაც მათ 2008 წელს 4 მლრდ-ის ოდენობის სესხი მოიზიდეს, დიდი ვერაფერი მისაბაძია იმიტომ, რომ 2008 წელს მსოფლიო დღევანდელი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისის წინაშე არ იდგა. დღეს არსებული გლობალური პანდემია, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობის მასობრივ ლოქდაუნთან, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია როგორც დროის, ასევე შედეგების თვალსაზრისით და შესაბამისად თითოეული დოლარის უცხოური დახმარების მოზიდვა გაცილებით მეტ ძალისხმევას საჭიროებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება