fbpx

ნავთობის და გაზის კორპორაციამ მოგება გაზარდა

ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ მოგების ზრდაზე აცხადებს.

სახელმწიფო კომპანიას 2020 წლის 6 თვეში  შემოსავლები და მოგება გაზრდილი ჰქონდა.  არააუდირებული ფინანსური ანგარიშგება კომპანიამ თავად გამოაქვეყნა.

პანდემიური წლის პირველ ნახევარში კომპანიამ 486.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 12%-იან (52.809 მლნ  ლარი) ზრდას აჩვენებს. საოპერაციო მოგება 100 მლნ ლარს აღემატება, წმინდა მოგება კი, 45.185 მლნ ლარია, რაც 12.9 მილიონით მეტია 2019 წლის 6 თვის მაჩვენებელზე.

GOGC -ის შემოსავლები 2020 წლის 6 თვეში

  • ბუნებრივი გაზის რეალიზაცია – 320.483 მლნ ლარი
  • ელექტროენერგიის წარმოება – 124.835 მლნ
  • ნედლი ნავთობის რეალიზაცია – 6.698 მლნ ლარი
  • გაზსადენების იჯარა – 21.5 მლნ
  • ნავთობის ტრანსპორტირება – 13.06 მლნ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება