fbpx

ნავალნის მეუღლეც დაკავებულია

რუსეთში საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია დააკავეს.

ოპოზიციონერის მეუღლე დიდი დმიტროვკის ქუჩაზე დააკავეს. შესაბამისი ფოტო ნავალნაიამ ინტერნეტში მაშინ დადო, როდესაც პოლიციელების სატვირთო მანქანაში. ე წ. “ავტოზაკში” იმყოფებოდა. „ბოდიში ფოტოს ხარისხისთვის, აქ ძალიან ბნელა” – დაწერა მან.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საერთო ჯაში რუსეთში 200-მდე ადამიანია დაკავებული.

ცნობისთვის, მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მომხრეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ. „ძირს მეფე, პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ – სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება