fbpx

მწამს, მალე დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლო გამთლიანდება და მისი მრავალეროვანი მოქალაქეები, აფხაზების და ოსების ჩათვლით, იამაყებენ, რომ საქართველოს შვილები არიან

102 წლის წინ წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო, მაგრამ, უსასტიკესი რეპრესიების მიუხედავად, ქართველ ხალხში ვერ ჩაკლა თავისუფლების წყურვილი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი წერს.

სუბარის განცხადებით, „მალე დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლო გამთლიანდება და მისი მრავალეროვანი მოქალაქეები, აფხაზების და ოსების ჩათვლით, იამაყებენ, რომ საქართველოს შვილები არიან“:
„თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“…, – კოლაუ ნადირაძე.
102 წლის წინ წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო, მაგრამ, უსასტიკესი რეპრესიების მიუხედავად, ქართველ ხალხში ვერ ჩაკლა თავისუფლების წყურვილი.
70-წლიანი ოკუპაციის შემდეგ საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი ისტორიული კუთხის – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (შიდა ქართლი) ოკუპაცია.
მწამს, მალე დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლო გამთლიანდება და მისი მრავალეროვანი მოქალაქეები, აფხაზების და ოსების ჩათვლით, იამაყებენ, რომ საქართველოს შვილები არიან“, – წერს სოზარ სუბარი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება