fbpx

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები
ინტენსიურად მიმდინარეობს
ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა-მთიანეთის
რეგიონში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში
მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი
ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის. მათ შორის
იწმინდება სოფლის შიდა საუბნო გზები.
დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დუშეთის მუნიციპალიტეტის 5
ადმინისტრაციული ერთეულის 50-ზე მეტ სოფელს შეუწყდა. ადგილზე
ინტენსიურად მუშაობდნენ შესაბამისი ბრიგადები, რის შედეგადაც, სოფლების
უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. სამუშაოები გრძელდება და
აღნიშნული პრობლემა ეტაპობრივად ყველას მოუგვარდება.
არსებულ საჭიროებებსა და ოშპიტელ-გუდამაყრის დამაკავშირებელ გზაზე
მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული
დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერ მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან
და მერის წარმომადგენელ მალხაზ წიკლაურთან ერთად გაეცნო.
მხარის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველა იმ
პრობლემის დროულად აღმოფხვრა, რომელიც უამინდობის გამო, ადგილობრივ
მოსახლეობას შეექმნა. ამასთან, დავით ნოზაძემ მოქალაქეებს საავტომობილო
გზებზე დაწესებული რეჟიმების დაცვისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ რეგიონის მასშტაბით, გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ამ
დროისათვის რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოქმედებს. კერძოდ,
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო
გზის მლეთა-გუდაურის, გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის
მონაკვეთებზე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო,
ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე
აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება