მუხიანში,ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები,დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნესზონა, დაირგვება 150-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 420 834 ლარი არის გათვალისწინებული.მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
