fbpx

მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს.
მუხიანის აგარაკებზე დედაქალაქის მერიისა და გამგეობის მიერ არაერთი პროექტი
განხორციელდა.
მათ შორის, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე მოეწყო
წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. 2 344 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი,
ბეტონის გზა დაიგო, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 193 878 ლარი
დაიხარჯა.
ამასთან, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა გამარჯვების ქუჩისა და გურიის
აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც 1 204 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა
ასფალტის საფარი დაიგო. პროექტისთვის 61 327 ლარამდე დაიხარჯა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება