fbpx

მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და მასთან მისასვლელ გზაზე
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს.
მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე
წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სამუშაოები განხორციელდა. წყალარინების
ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო.
ამ ეტაპზე, გლდანის გამგეობა გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბეტონის გზის მოწყობა
სრულდება. პროექტისთვის 250 000 ლარი არის გათვალისწინებული.
ასევე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს გამარჯვების ქუჩისა და გურიის
აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც დაახლოებით, 2 000 კვ.მეტრ ფართობზე
ორი ფენა ასფალტის საფარი იგება და 100 000 ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება