ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, მიხეილ აფციაურთან ერთად, მუზეუმის საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, გოდერძი ჩანქსელიანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნიკა კობახიძე
მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის წარმოჩენას, არქეოლოგიური აღმოჩენების პოპულარიზაციასა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ისტორიული ღირებულებების დაცვის პროცესში.








