“მსგავსი რამ თუ მენახოს… რა საცოდაობაა“ – რას წერს ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილზე?


“მსგავ­სი რამ თუ მე­ნა­ხოს. ჟურ­ნა­ლის­ტის კონ­სპექტს თავ­მჯდო­მა­რე ხელს აწერ­დეს, რა სა­ცო­და­ო­ბაა…“ – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ სა­ტე­ლე­ვი­ზო ეთერს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

გუ­შინ ენმ-ს თავ­მჯდო­მა­რემ “ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ნიკა მე­ლია პარ­ტის წევ­რი აღარ არის.

გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნებ­მა ხა­ბე­იშ­ვილს წე­რი­ლო­ბით გა­აც­ნეს შე­კი­თხვა: “ირი­ცხე­ბა თუ არა ნიკა მე­ლია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” რი­გებ­ში, არის თუ არა ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და ფორ­მა­ლუ­რად პარ­ტი­ის წევ­რი” და შე­სა­ბა­მი­სი ფურ­ცე­ლი გა­დას­ცეს, რა­ზეც ხა­ბე­იშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

“არ ირი­ცხე­ბა, არ ირი­ცხე­ბა, რა ვიცი. ეს თუ ამ­თავ­რებს ამ თე­მას…. არ არის. არ არის, არ წარ­მო­ად­გენს [“ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”].

ამის შემ­დეგ ხა­ბე­იშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხი ფურ­ცელ­ზე ხელ­მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, “ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ “მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და პარ­ტი­ის 11-პუნ­ქტი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტი: “რუსი ოლი­გარ­ქი ან სა­ქარ­თვე­ლო – ტო­ტა­ლუ­რი შე­ტე­ვა სის­ტე­მა­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” 20 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მა­ნი­ფესტს პარ­ტი­ის წევ­რებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს. ღო­ნის­ძი­ე­ბას არ ეს­წრე­ბოდ­ნენ პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი. მა­ნამ­დე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რე­ბის მხრი­დან კეთ­დე­ბო­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მა­ნი­ფეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ვინც გა­აგ­რძე­ლებ­და იგი­ვე და­პი­რის­პი­რე­ბის კამ­პა­ნი­ას პარ­ტი­ას­თან, ის პარ­ტი­ის გა­რეთ დარ­ჩე­ბო­და.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება