fbpx

მრავალრიცხოვანი ჯგუფი ,,სამტრედიელების”- ადმინისტრაციის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს

სოციალური ქსელის, ფეიბუქის, მრავალრიცხოვანი ჯგუფი ,,სამტრედიელების”- ადმინისტრაციის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს.

,,ქველმოქმედი სამტრედიელები”, სწორედ ჯგუფმა და ამ მიზანმა გააერთიანა, ამ წამოწყების წევრებმა საახალწლოდ რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათი მიუტანეს.

როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა, ზაკო ლეჟავამ, განმარტა – ,, ჯგუფში ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელებულმა ერთ-ერთმა საქველმოქმედო აქციამ, რის შემდეგაც, ბევრმა სამტრედიელმა გამოთქვა სურვილი – ქველმოქმედებაში ჩართულიყო, ჩვენ კი – მომავალშიც არაერთ ოჯახს გავახარებთ.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება