fbpx

მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას- ირაკლი ღარიბაშვილი

მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირთან სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს განსაზღვრავს.

“ჩემთვის დიდი პატივია 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსთვის, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან ჩვენს სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს. მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას”,- წერს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ლიდერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტზე ხვდებიან.

ევროკავშირის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერები განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც აღდგენას, მდგრადობასა და რეფორმებს ეხება და მიზნად ისახავს პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებას არსებული და მომავალი გამოწვევების მიმართ მდგრადობის გაზრდასა და მათთან გამკლავების შესაძლებლობების გაძლიერებაში. მას თან ახლავს 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, გრანტების, შერეული დაფინანსებისა და გარანტიების სახით, რომელსაც 17 მილიარდ ევრომდე მოცულობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალი აქვს სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის ზრდის წახალისებისა და რეგიონის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

სამიტს, აგრეთვე, ესწრება უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი. ​

პრეს-კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი მიიღებს, ცენტრალური ევროპის დროით 22:00 საათზე ჩატარდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება