fbpx

მოსახლეობასთან შეხვედრებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – დავით კარგარეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქართველოს რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები
დასრულდა.
დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ქესალოს, ნაზარლოსა და ვახტანგისის
მოსახლეობასთან გაიმართა.
შეხვედრებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – დავით კარგარეთელი, მერის მოადგილე – ფუად
მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე-სამირ ხიალოვი და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2023 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 662 000 ლარი დაიხარჯება.
პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 26
იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით 40 სოფელში გაიმართა.
2023 წელს დასაფინანსებელი პროექტებით განსაზღვრულია:  
 სასმელი წყლის სისტემები ( მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე
ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა. შ.);
 სარწყავი სისტემები;
 სანიაღვრე არხები;
 ნაპირსამაგრი სამუშაოები;
 გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა
ინფრასტრუქტურა;
 ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
 გარე განათება;
 სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;
 სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
 ამბულატორიის შენობები;
 სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა
 სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
 სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე
სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
 წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
 მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/ აღდგენა;
 გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად,
შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების
განთავსება;

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება