fbpx

მოსახლეობასთან შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ამჯერად სოფელ ზემო ენთელში, ფხეროში, შოყაში, შოლავერში, უნწაში, ბენარაში, ხევაშენსა და ნაქურდევში გაიმართა

მოსახლეობასთან შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ამჯერად სოფელ ზემო ენთელში, ფხეროში, შოყაში, შოლავერში, უნწაში, ბენარაში, ხევაშენსა და ნაქურდევში გაიმართა. შეხვედრებს მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა: ზემო ენთელი-შიდა გზების მოხრეშვა; ფხერო-გარე განათების ქსელის მოწყობა; შოყა- სასმელი წყლის გამანაწილებლების მოწყობა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; შოლავერი-გარე განათების ქსელის მოწყობა; უნწა-გარე განათების ქსელის მოწყობა; ბენარა- შიდა გზების მოხრეშვა; ხევაშენი- გარე განათების ქსელის მოწყობა; ნაქურდევი-სასოფლო-სავარგულებში მისასვლელი ხიდის მოწყობა; 2023 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება. საკონსულტაციო შეხვედრები 23 იანვრიდან- 3 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება