fbpx

მოსაყდრედ ძალად დანიშნული, რა ჰქვია არც ვიცი, ვინ ჩემი ფეხებია – ნიკა გვარამია

დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულებას „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია აკრიტიკებს

გვარამია საპატრიარქოს სამარცხვინო დაჯგუფებად მოიხსენიებს.

„ეს არის სამარცხვინო დაჯგუფება. რუსეთის აგენტის, ლევან ვასაძის მეგობარი და თავადაც რუსეთის აგენტი ანდრია ჯაღმაიძე. ასევე მოსაყდრედ ძალად დანიშნული, რა ჰქვია არც ვიცი, ვინ ჩემი ფეხებია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავა.

საპატრიარქო, უკვე დიდი ხანია საუბრობს, რომ აზერბაიჯანის საზღვრის სადაო მონაკვეთზე წარსულში საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares