fbpx

 მოსამართლეთა დასანქცირებაზე კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუმცა ვხედავთ, ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, რომ წარმოადგინოს მტკიცებულები

მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება მიუღებელია და როდესაც ამის საფუძველზე, სისხლიანი სასამართლო სისტემის შემოქმედი „ნაცმოძრაობა“ მოსამართლეების გადადგომას ითხოვს, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ არის სწორი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღემდე საქართველოში აშშ-ის ელჩი ქართულ საზოგადოებას არ მიიჩნევს იმის ღირსად, რომ ოთხი მოსამართლის დასანქცირებაზე მტკიცებულებები წარადგინოს.

„ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ვხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, რომ წარმოადგინოს მტკიცებულები, რომელიც დაკავშირებულია ოთხი მოსამართლის დასანქცირებასთან, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის არასწორი დამოკიდებულება ქართველი საზოგადოების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება, მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. აქედან გამომდინარე, კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს მისი მხრიდან, თუმცა დღემდე დუმილია ამასთან დაკავშირებით.

მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება მიუღებელია და როდესაც ამის საფუძველზე, სისხლიანი სასამართლო სისტემის შემოქმედი „ნაცმოძრაობა“ მოსამართლეების გადადგომას ითხოვს, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ არის სწორი“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება